დიეტის მიმართ გამოიყენეთ თაფლაკვერის მეთოდი და არა მათრახის მეთოდი – სანამ თაფლაკვერი გიყვართ. ჟურნალში Psychology & Marketing გამოქვეყნებული ახალი გამოკვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მიირთვან სასარგებლო საკვები, რომელიც უყვართ (ავოკადო, ბანანი!), მეტ წარმატებას აღწევენ კვების რაციონის გარდაქმნაში, ვიდრე ის ხალხი, რომელიც ცდილობს არ მიირთვას მავნებელ საკვებს, რომელიც უყვარს (ბეკონი და სხვა ცხიმიანი კერძები).
მკვლევარების აზრით ადამიანები მაღალი თვითკონტროლის დონით აკეთებენ უკეთესს არჩევანს, ვიდრე ადამიანები, რომლების თვითკონტროლის დონე დაბალია. ამ კვლევის ფარგლებში თვითკონტროლის ქვეშ იგულისხმება იმპულსურობის დონე და უნარი თავი შეიკავოს დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებისგან დასახული მიზნის მიღწევის გულისთვის.
კვლევა შედგებოდა ორ ცალკეულ ექსპერიმენტისგან. პირველში 176 ადამიანი დაყოფილი იყო ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფში შემავალი ადამიანებმა შეადგინეს მათი აზრით დიეტისთვის სასარგებლო პროდუქტების სია. ადამიანები მეორე ჯგუფიდან შეადგინეს დიეტისთვის მავნებელი პროდუქტების სია. შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებმა განსაზღვრეს რამდენად უყვართ თითოეული პროდუქტი სიიდან. მეცნიერებმა განსაზღვრეს ყველა მონაწილის პოზიცია თვითკონტროლის სკალით.
როგორც ეს იყო ნავარაუდევი, მაღალი თვითკონტროლის უნარის მქონე ადამიანების უმრავლესობამ საყვარელი კერძები ჩაწერა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტების გრაფაში, ხოლო ნაკლებად საყვარელი საჭმელი ჩაწერა მავნებელ პროდუქტების გრაფაში. ადამიანებმა დაბალი თვითკონტროლით აჩვენეს საპირისპირო შედეგი: გემრიელი პროდუქტები ჩაწერეს მირთმევისთვის არარეკომენდებული პროდუქტების გრაფაში, ხოლო პროდუქტები, რომლების მირთმევა დიდ სიამოვნებას მათ არ ანიჭებდა ჩაწერეს რეკომენდებული პროდუქტების გრაფაში.
მეორე ექსპერიმენტში მონაწილეობა იღებდა 200 ადამიანი, მისი შედეგები დაადასტურა პირველი ექსპერიმენტის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებს და დაუმატა ახალი შტრიხი. თითოეულმა მონაწილემ მიიღო სია 16 პროდუქტებისგან, ზოგი მათგან იყო სასარგებლო, ზოგი არა, მათ სთხოვეს 5 საუკეთესოს პროდუქტის ჩამოთვლა. ადამიანებმა, რომლების მიდგომა მდგომარეობდა მავნებელი პროდუქტების არიდებაში როგორც წესი ირჩევდნენ ნაკლებად სასარგებლო პროდუქტები. ხოლო ადამიანები ორიენტირებული სასარგებლო კვებაზე უმეტეს შემთხვევაში ირჩევდნენ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს.