ტენდეციები კვების სფეროდან ხშირად გადადის ბიუტის ინდუსტრიაში: რამდენიმე წლის წინ იყო ბუმი ქოქოსის ზეთის შემცვლელ კოსმეტიკაზე, ავოკადოს სახის ნიღბებზე და გამწმენდებზე აქტივირებული ნახშირით. ახლა დადგა გლუტენის გარეშე ბიუტი საშუალებების დრო.
პასუხი კითხვაზე, რომელიც გამოტანილია სათაურში შესაძლოა იყოს სხვადასხვა. მაგრამ თუ არ გაქვთ გლუტენის აუტანლობა ან რაიმე კუჭის დაავადება პასუხი იქნება უარყოფითი. გლუტენის აუტანლობის სიმპტომები სინამდვილეში არა არის ასე ფართოდ გავრცელებული, თუმცა ბევრი ადამიანი შეცდომით ვარაუდობს რომ აქვს ასეთი სიმპტომები. ამიტომ უმეტეს შემთხვევაში გლუტენის გარეშე კოსმეტიკის გამოყენება არ არის სავალდებულო.
რაც შეეხება იმ ხალხს ვისაც ნამვილად აქვს გლუტენის აუტანლობა, მათთვის კოსმეტიკა გლუტენის გარეშე სასარგებლო იქნება მხოლოდ ისეთ საშუალებებში, რომლებიც შედის კონტაქტში ტუჩებთან. პირში მოხვედრისას გლუტენი შესაძლოა გამოიწვის გამონაყარი. ხანგრძლივი კონტაქტისას არის კანის ბარიერის დაზიანების და ჭინჭრის ციების ალბათობა.
როგორ არის საქმე სხვა კოსმეტიკური საშუალებების შემთხვევაში? იმ შემთხვევაშიც თუ ნადვილად გაქვთ ალერგია გლუტენზე არაფერი გემუქრება. გლუტენის მოლეკულა დიდი ზომის გამო ვერ შეძლებს შეაღწიოს კანის ბარიერის ქვეშ. გარდა ამისა, არ არის დადგენილი რომ გლუტენის გარეშე კოსმეტიკას გააჩნია განსაკუთრებით სასარგებლო თვისებები ან სხვა რეალური უპირატესობა. პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი საშუალებების გამოყენება საზიანოა მგრძნობიარე კანისთვის: სპეციალურად დამატებული ინგრედიენტები შესაძლოა აღმოჩნდეს ალერგენები და გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
თუ შევამჩნიეთ კანის ალერგიული რეაქცია ჩვეულებრივი კოსმეტიკური საშუალების გამოყენებისას არ უნდა დავადანაშაულოთ მხოლოდ გლუტენი. „ალერგიულ რეაქციებს იწვევს სხვადასხვა მცენარეული პროდუქტი თუ ხდება მათი შეხამება ერთმანეთს, მაგალითად ჩაის ხის ზეთი და ლავანდის შეხამება. ჩვენ ხშირად შეცდომას ვუშვებთ როდესაც ვცდილობთ დავადგინოთ ალერგიული რეაქციის მიზეზი“.
გლუტენის გარეშე კოსმეტიკის გამოყენება წესით არ არის საზიანო, მაგრამ განსაკუთრებული სარგებელით არ გამოირჩევა.