მაკიაჟის ხელოვნების დაუფლება, კოსმეტოლოგიური ექსპერიმენტები ითხოვს დიდ მონდომებას, დროს და სხვადასხვა კოსმეტოლოგიურ საშუალებებს. მაგრამ ჩვეულებრივი ყოველდღიური სახის მოვლა, რომელიც შედგება ათი-თორმეტი თანმიმდევრულ ნაბიჯისგან და ითხოვს რამდენიმე ათეული კოსმეტიკური პრეპარატი ბევრი ქალისთვის მიუღებელია. შალბათ ამიტომ თანამედროვე ბიუტი-ინდუსტრიაში დაბრუნდა მიცერალური წყალი. მიცერალური წყალი – ეს არის ჩვეულებრივი H2O, რომელიც შეიცავს გამწმენდი ზეთის პაწაწა მოლეკულებს, რომლებსაც შეუძლიათ მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალების, გამწმენდის, ტონერის, დამატენიანებელი კრემის ფუნქციების შესრულება. სხვა გამწმენდი საშუალებისგან განსხვავებით მიცერალური წყალი არ აშორებს კანის ბუნებრივ ზეთის ფირს, როგორც ეს ხდება ლოსიონების და სალიცილის შემცველი სხვა საშუალებების გამოყენებისას, განმარტავს ექიმი დერმატოლოგი მელისა პაილიანგი კლივლენდის კლინიკიდან. მიცერალური წყლის სახეზე მოხვედრისას ზეთის პაწაწა წვეთები აგრავენე და აშორებენ ჭარბი ქონას და ჭუჭყს.
მიცერალური წყლის გამოყენება ადვილია, ბამბის ტამპონით უნდა დაიტანოთ სახეზე, იმ ადგილებს სადაც გაქვთ მაკიაჟი. ტამპონის ნარნარი მოძრაობებით იოლად მოიშორებთ ზეთს. შემდეგ თქვენი კანის ტიპიდან გამომდინარე უნდა ან გაიჩეროთ სახეზე დარჩენილი მიცერალური წყალი ან ჩამოიბანოთ და დაიტანოთ ნაზი დამატენიანებელი კრემი ულტრა სუფთა კანისთვის.