მშრალი თვალი მიუთითებს ცრემლის შემცირებულ წარმოებას და ჩქარ აორთქლებას. მშრალი თვალის უშუალო მიზეზია ნაკლები რაოდენობით ან დაბალი ხარისხის ცრემლის წარმოება, რასაც მოსდევს თვალის გაღიზიანება და მხედველობის გაუარესება.

ცრემლების წარმოება ნორმალური რაოდენობით უზრუნველყოფს თვალების ჯანმრთელობას და კარგ მხედველობას. ისინი იცავს თვალებს ინფექციისგან, ატენიანებს და ასუფთავებს თვალებს, აცილებს ჭუჭყს და მტვერს.

მშრალი თვალის მიზეზები 86745754

  • მშრალი თვალის შესაძლოა იყოს მწვავე (მოკლევადიანი) ან ქრონიკული (ხანგრძლივი) ფორმით, გამომწვევი მიზეზების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა:
  • გარემოს ფაქტორები, როგორიცაა ქარი, დაბალი ტენიანობა, კონდიციონირებული ჰაერი, მზის სხივების ზემოქმედება, კვამლი, ქიმიური აორთქლება ან სიცხე
  • ჰორმონალური ცვლილებები ქალებში გამოწვეული მენოპაუზით, ორსულობით, ჩანაცვლებითო ჰორმონული თერაპიით, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით
  • კანის დაავადებები თვალების შიგნით ან ირგვლივ ან თვალის ჯირკვლების დაავადებები
  • ალერგიები
  • თვალის ოპერაციები, რეფრაქცუილი ქირურგია (LASIK) ან კატარაქტის ოპერაცია
  • ავტოიმუნური დარღვევები, როგორიცაა ლუპუსი ან რევმატოიდული ართრიტი
  • თვალის ქრონიკული ანთება
  • იშვიათი ხამხამი, კერატიტი, როდესაც ქუთუთოები სრულად ვერ ხურავს თვალებს ძილის დროს
  • სხვადასხვა მედიკამენტები, როგორიცაა ანტიჰისტამინები, ნაზალური შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატები, ტრანკვილიზატორები, წნევის და პარკინსონის ავადმყოფობის საწინააღმდეგო წამლები და ანტიდეპრესანტები
  • ვიტამინების უკმარისობა ან ჭარბად მიღება
  • კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი ტარება.

მშრალი თვალის მკურნალობა

654654645

მშრალი თვალის სწორი მკურნალობა ხშირად დამოკიდებულია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მაგალითად ექიმს მოგცემთ რჩევას შეცვალოთ წამალი, რომელიც რეგულარულად ოღებთ, თუ ის იწვევს მშრალი თვალის სინდრომს.

ან შესაძლოა გირჩევნია სათვალეს ტარება თუ ლინზები იწვევს მშრალ თვალს.

თუ გაქვთ ძლიერი სიმპტომები შესაძლოა მოგიწევთ კორტიკოსტეროიდების შემცველი წვეთების გამოყენება თვალების ანთებითი პროცესის სამკურნალოდ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here

12 + ten =