ლაქები, ნაოჭები და ასაკობრივი ხაზები სიბერის დამახასიათებელი ნიშნები არიან. „ყოველდღე ორგანიზმში მიმდინარეობს კოლაგენის წარმოქმნის და დაშლის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ქსოვილებში არსებული ფერმენტი კოლაგენაზა“- ამბობს ექიმი დერმატოლოგი დებრა ჯალიმანი. „ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენის წარმოება მცირდება და სწორედ ეს არის ნაოჭების გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი“.
თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ რბილი და გლუვი კანი 20 წლის ასაკის შემდეგაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სიბერის საწინააღმდეგო პრეპარატები ხელს უშლის ნაოჭების გამოჩენას, აუმჯობესებს კანის ფერს და ტექსტურას, ასუფთავებს პორებს და ამცირებს ასაკობრივი ხაზების რაოდენობას.
სიბერის საწინააღმდეგო კრემები რეტინოლით და ალფა ჰიდროქსი მჟავებით როგორც წესი გამოიყენება საღამოს იმიტომ რომ მათი მოქმედების გამო კანი გაცილებით მგრძნობიარეა მზის სხივებისადმი“- განმარტავს ექიმ დერმატოლოგი გიტა შაჰი. გარდა ამისა ძილის დროს კანის აღდგენის პროცესი უფრო ეფექტიანად მიმდინარეობს. ექიმი გ. შაჰი ხაზს უსვამს, რომ აქტიური კომპონენტები განსაკუთრებით ეფექტიანად მოქმედებს როდესაც ადამიანი ისვენებს: „ არ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი ან წაისვათ მზისგან დამცავი კრემი, სჯობს დაიტანოთ სიბერის საწინააღმდეგო საშუალება რომელიც კარგად შეიწოვება“.
მზად ხართ დაიბრუნოთ უკან დრო?