ხანდახან ჩვენ ყველა ვბრაზობთ. მაგრამ თუ თქვენი რისხვა აღემატება გარკვეულ ფარგლებს დაგჭირდება რისხვის თერაპია დაკარგული წონასწორობის დასაბრუნებლად. როგორ უნდა მივხვდეთ რომ ჩვენმა რისხვამ პიკს მიაღწია, და თუ იქნება სასარგებლო ჩვენთვის რისხვის მართვა?
თუ გაქვთ მიდრეკილება იმპულსური რისხვის გამოხატვისადმი და ამის გამო შემდეგ გაქვთ პრობლემები გეტყოდით რომ უნდა ისწავლოთ ასეთ დროს პაუზის აღება და ეცადოთ დაიმშვიდოთ თავი. თუ პირიქით ყოველთვის იკავებთ გრძნობებს, იშვიათ შემთხვევაში გამოხატავთ რისხვას, მაშინ უნდა სერიოზულად იფიქროთ იმაზე, თუ რატომ ხართ ასეთი გაუბედავი და ისწავლოთ რისხვის გრძნობის გამოხატვა.
რისხვის გამოხატვა სასარგებლოა ემოციური ჯანმრთელობისთვის. მაგრამ თუ ტაქტიანი ფორმით ამას ვერ ახერხებთ ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას როგორ შეგიძლიათ აკონტროლოთ რისხვა.
გესაჭიროებათ რისხვის თერაპია?
გაბრაზება სიტუაციაში როდესაც არსებობს გამაღიზიანებელი ფაქტორი აბსოლუტურად ბუნებრივია, მაგრამ გარკვეულ ზღვარს გადაცილებული რისხვა სულ სხვაა. მაგრამ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გვჭირდება რისხვის და აგრესიის თერაპია? არსებობს ამის რამდენიმე ნიშანი, რომლებიც დაგეხმარებათ:
- თქვენი იმპულსური მოქმედების გამო გაქვთ პრობლემები კანონთან;
- თქვენი ურთიერთობა ადამიანებთან არასტაბილურია ან წყდება თქვენი ლაპარაკის მანერის გამო
- თქვენ გემუქრება სამუშაო ადგილის დაკარგვა ცუდი კომუნიკაბელური უნარის გამო.
დაიმახსოვრეთ, რისხვის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, მაგრამ თქვენ უნდა აირჩიოთ ამის გაკეთების სნორი ფორმა. თუ გაქვთ რისხვის პრობლემა რისხვის მართვის თერაპია დაგეხმარება დაიბრუნოთ კონტროლი ემოციებზე და შეძლებთ ადექვატურად იმოქმედოთ ემოციურად დაძაბულ სიტუაციაში.