საუკეთესო დროა არის ის დრო როდესაც ვარჯიშის ეფექტი იქნება მაქსიმალური. ამასთან დაკავშირებით ჩატარდა უამრავი კვლევა, არსებობს სხვადასხვა აზრები. თავისი უპირატესობა აქვს როგორც დილის ვარჯიშს, ასევე ვარჯიშს საღამოს დროს. საბოლოოდ, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების განრიგისა და პირად შეხედულებაზე. უნდა შევარჩიოთ დღის მონაკვეთი, რომელიც მოხერხებული იქნება რეგულარული ვარჯიშისთვის და გახდება თქვენი დღის განრიგის ორგანული ნაწილი. და აი რატომ:

ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების რიტმზე 8674563

ალბათ გაგიგონიათ რომ ზოგიერთი ბუ ვართ, ზოგიერთი კი ტოროლა? ეს დაკავშირებულია ჩვენი ორგანიზმის შინაგან საათთან ან სხვა სიტყვებით ცირკადული რიტმებთან. ცირკადული რიტმი – ეს არის ძილ-ღვიძილის ციკლები. ციკლები არეგულირებს ფიზიკურ, მენტალურ და ქცევით ცვლილებებს 24 საათის განმავლობაში. სხეულის ტემპერატურა, სისხლის წნევა, მეტაბოლიზმი და სხვა ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობა განისაზღვრება თქვენი შინაგანი საათით. ჩამოყალიბებული რიტმი იცვლება თუ გარემოს პირობები შეიცვალა, შესაძლებელია ამ რიტმის დაყენება და გადაყენება. ცირკადულ რიტმებზე გავლენას ახდენს ისეთი ცვლილებები გარემოს პირობებში, როგორიცაა ნათელი და ბნელი დროის ხანგრძლივობა, ჰაერის ტემპერატურა, ხელოვნური შუქი, მაღვიძარას გამოყენება, საჭმლის მიღების დრო და ვარჯიშისთვის შერჩეული დრო.

ყველაზე გავრცელებული აზრის თანახმად უნდა ვივარჯიშოთ დღის პირველ ნახევარში. გამოკვლევების თანახმად დილის ვარჯიში უფრო შეეფერება ცხოვრების რიტმს. ამ იდეის თანახმად დილით ნაკლები ხელშემშლელი ფაქტორი მოქმედებს და ერთდროულად ამ დროს მიმდინარეობს პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბება. 86743634

გარდა ამისა ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ დილით უკეთესად მართავენ საკუთარ დროს, უფრო ენერგიული არიან დღის განმავლობაში. მაგტრამ უნდა იცოდეთ, რომ თუ თქვენ მოინდომებთ ვარჯიში დილის საათებში საჭირო იქნება დამატებითი დროის გამოყოფა მოთელვისთვის.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here

1 + twelve =