ქერტლის საწინააღმდეგო ერთ-ერთ პოპულარულ ბუნებრივ საშუალებად ითვლება ქოქოსის ზეთი, რომელიც ხელს უწყობს ქერტლის ფანტელების მწარმოებელი სოკოვანი მიკროორგანიზმების რაოდენობის შემცირებას, განმარტავს დერმატოლოგი გიტა შაზი შტატ მერილენდიდან. ექიმი რეკომენდაციას გვაძლევს დავიტანოთ ცოტაოდენი ზეთი სკალპის ზონაზე და გავიჩეროთ 15-20 წუთი. რაც უფრო ხანგრძლივი დროით გაიჩერებთ მით უკეთესია“- ამბობს ექიმი. „მთელი ღამე შეგიძლიათ გაიჩეროთ, უფრო ღრმა შეღწევისთვის დაახურეთ შხაპის ქუდი ან ამ მიზნით გამოიყენეთ პირსახოცი“. არ გირჩევთ ამ პროცედურის გაკეთება თუ გელოდება ღამის პაემანი.

ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარს აქვს მაღალი pH, რაც აფერხებს სოკოვანი მიკროორგანიზმების განვითარებას, ამბობს ექიმი გ. შაჰი. მაგრამ ქოქოსის ზეთისგან განსხვავებით გაუხსნელი ძმრის წასმა თმაზე რეკომენდებული არ არის: გახსენით ვაშლის ძმარი წყალში პროპორციით 1:1, გაიჩერეთ 15 წუთი. ძმრის სუნი დარჩება შამპუნით თავის ბანაობის შემდეგაც მაგრამ ის მალე გაქრება, გარდა ამისა ძმრის ჩამობანა გაცილებით ადვილია ვიდრე ქოქოსის ზეთისა.

ასპირინი 757436654756

როგორც ბევრი სხვა ურეცეპტო ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება, ასპირინი შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ამცირებს ქერტლის ფანტელების წარმოქმნას, ამბობს გ. შაჰი. რამდენიმე დაფხვნილი ასპირინის აბი შეურიეთ წყალს პასტის კონსისტენციამდე, რომელიც უნდა დაიტანოთ სკალპზე. არსებობს სხვა რეცეპტი: დაფხვნილი ასპირინის აბები დაუმატეთ შამპუნში, ამით მიანიჭებთ მას ძლიერი ქერტლის საწინააღმდეგო თვისებას.

ალოე ვერა

სხვა ბუნებრივი საშუალებისგან განსხვავებით ალოე ვერას არ გააჩნია პირდაპირი ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება, არ ანადგურებს სოკოს. სამაგიეროდ ალოე ვერას აქვს თავისი უპირატესობა: „ქერტლის გამო თავის კანი ხშირ შემთხვევაში გაღიზიანებულია, ალოე ვერას გააჩნია გამოკვეთილი გაღიზიანების საწინააღმდეგო ეფექტი და აქრობს ქავილს,“ – განმარტავს დერმატოლოგი დებრა ჯალიმანი ნიუ-იორკიდან. შეიზილეთ ალოე ვერა სკალპში და მალე შეიგრძნობთ მის დამამშვიდებელ ეფექტს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here

one × two =