გაღიზიანება საპარსის გამო, ჩაზრდილი თმები. მგრძნობიარე კანი. კუთხეები… სხეულზე არსებობს რამდენიმე ადგილი რომლების გაპარსვა უფრო ძნელია ვიდრე ბიკინის ზონისა, რას დადასტურებულია უამრავი ქალის გამოცდილებით და ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენება უამრავი საშუალება და მეთოდი საპარსის, ცვილისა და ლაზერის ჩათვლით.
მითი: პარსვის შემდეგ უფრო სქელი თმა ამოვა
სხეულის ნებისმიერი ადგილის გაპარსვა არ იწვევს უფრო სქელი თმების ამოსვლას; თმის დიამეტრი იგივე რჩება. პარსვის შემდეგ თმის ბოლო ბლაგვია, რაც იწვევს ილუზიას ვითომ თმა უფრო უხეში და სქელი გახდა.
მითი: თმის ამოწიწკნა არის ჩაზრდილი თმების მოცილების საუკეთესო მეთოდი
ბევრი ქალი თვლის, რომ ჩაზრდილი თმების ამოწიწკნა არის ყველაზე სწრაფი და ეფექტური მეთოდი. ამოწიწკნამ შესაძლოა გამოიწვიოს თმის ფოლიკულის დაზიანება, რასაც მოსდევს გაწითლება და გაღიზიანება.
მითი: ბევრი ქალის აზრით კანი ბიკინის ზონაში მიეჩვევა პარსვას, თუ გაიკეთებთ ამას ყოველ დღე. სინამდვილეში კი ასეთი მიდგომა იწვევს მხოლოდ კანის გაღიზიანებას. დაელოდეთ ორი-სამი დღე ან სანამ თმა გაიზრდება რამდენიმე მილიმეტრით მაინც.
მითი: ლაზერული პროცედურების შორის პერიოდებში უნდა მოიცილოთ თმა ცვილით
სერტიფიცირებული დერმატოლოგების მიერ ლაზერული მეთოდით თმის სრული მოცილებისთვის საჭიროა 5-8 პროცედურა და არა ერთო-ორი. ხაზს ვუსვამთ: ხუთი-რვა პროცედურა საჭირო არის. ლაზერი პირველ რიგში აცილებს მზარდ თმებს, რომლებიც შეადგენს მთელი თმებისა მხოლოდ გარკვეულ ნაწილს.
მითი: მე მაქვს მუქი კანი ამიტომ ლაზერით მოცილება ჩემთვის გამოსავალი არ არის
თმის მოცილების ლაზერულ მეთოდებში ლაზერი განასხვავებს მუქ თმას ღია ფერის კანის ფონზე. დერმატოლოგები აფრთხილებენ მუქი ფერის კანის მქონე პაციენტებს არ გამოიყენონ ლაზერი იმიტომ რომ, თუ ლაზერი ვერ განასხვავებს კანს და თმას, შეუძლია დააზიანოს კანს. მაგრამ დღეს უკვე შექმნილია უსაფრთხო და ეფექტური ლაზერები მუქი კანის მქონე ადამიანებისთვის.